ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება – ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონზე“

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პოლიტიკური ჯგუფის, „განაახლე ევროპა“, წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელახალი ინიციატივა, მიიღოს „აგენტების კანონი“, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [„ქართული ოცნების“ ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა“, – წერს ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილში.

„არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში“, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები