ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა

საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პარლამენტში ამ საკითხის მომხსენებლები იქნებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და გივი მიქანაძე.

დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს პარტიებიდან „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

იმის მიხუხედავად, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები, კანონპროექტის ინიციატორი 83 დეპუტატი აცხადებს, რომ „კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“.

მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად დააინიციირა კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;

აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;

აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

 

მსგავსი თემები