,,ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ, ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ გავიმარჯვოთ” – ზურაბიშვილი

,,ყველანი უნდა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ… ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ გავიმარჯვოთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს.

,,პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება.

რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაციაა ამისთვის საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება. მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ. ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები