ონკოპაციენტები 8 აპრილიდან უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

ონკოპაციენტები უწყვეტ პროტესტს იწყებენ – მათ ჯანდაცვის მინისტრისგან ვერც ბოლო შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, თუ როდის ექნებათ მძიმე დაავადებასთან საბრძოლველი აუცილებელი მედიკამენტები. დახმარების ნაცვლად მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვას სთავაზობს და ამბობს, რომ წამლების დეფიციტი ბაზარზე ხელოვნურად არის შექმნილი. ამ ხალხს კი კონსულტაციების დრო ნამდვილად არ აქვს. “ყოველი დღე წამლის გარეშე სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია” – ამბობენ მინისტრთან შეხვედრიდან გამოსული ონკოპაციენტები და 8 აპრილიდან აქციებს აანონსებენ.

მსგავსი თემები