იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” იმ ვირუსილ ინფექციებზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს და ყურადღება გაამახვილა სამი სახის ვირუსზე.
,,სამივე სახის ვირუსს აქვს მკვეთრად განსხვავებული მიმდინარეობა. გრიპისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ძლიერი ტკივილი, საერთო სისუსტე და ხველა. რესპირაციულ სინციტიულ ვირუსს უფრო მეტად ახასიათებს ხველა მაღალი ტემპერატურის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის გარეშე. ეს ვირუსი მოზრდილებში იწვევს ფილტვების ანთებას, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს, რაც შეიძლება სავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი გახდეს.
რინოვირუსი ამ სამ ვირუსს შორის ყველაზე ნაკლებად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ესაა ტიპიური გაციების ვირუსი. ტემპერატურა ძალიან დაბალ ციფრებზეა და აღინიშნება მსუბუქი ყელის ტკივილი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრი მთავარში”.
როგორც მან აღნიშნა, აპრილში, მაისსა და ივნისში გვექნება გრიპის შემთხვევების მკვეთრი კლება. მაისიდან ოქტომბრამდე კი გრიპი ქვეყანაში აღარ უნდა დაფიქსირდეს.
რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)