პრეზიდენტმა 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი ჩანიშნა. რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი, ადმინისტრაცია, არ აკონკრეტებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, ,,რუსული კანონის” ხელალხა ინიცირების ინიციატივას გამოეხმაურება.

დღეს, 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ,,უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი იქნება.

მსგავსი თემები