საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 061 767-მა გულშემატკივარმა უყურა – კომუნიკაციების კომისია

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. ,,საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა. გილოცავთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ე.წ. ,,ბანანის” საქმეზე, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს: ,,ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი, სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს. კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით “ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ლაზარეს საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალვე გამოაცხადებს, პროცესის პარალელურად კი აქტივისტები და ლაზარეს მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

მეტი...

მექსიკაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მექსიკაში ტყის ხანძრებმა სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 116 ტყე იწვის. ოფიციალური მონაცემებით, ხანძარი, შესაძლოა, განზრახ გააჩინეს. განიხილება ვერსიაც, რომ ის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ გამოიწვია.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი – SHUTTLE BUS მოემსახურება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

მეტი...

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ”, – წერია განცხადებაში. გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის…

მეტი...

პროდუქტები და ფასები ჩინეთში (ვიდეორეპორტაჟი, ნაწილი 2)

მწყრის კვერცხი – ნახევარი კილო დაახლოებით 3 ლარი; ზეითუნის ზეთი,  5 ლიტრი დაახლოებით 25 ლარი; მაკარონი, 1 კილო – დაახლოებით 3 ლარი – ვნახოთ პროდუქტების ფასები პეკინში. პროდუქტები და ფასები – როგორია ჩინური ბაზარი (ვიდეორეპორტაჟი, ნაწილი 1)

მეტი...

აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორი მუშის ცხედარი იპოვეს

ამერიკაში, ბალტიმორში, იპოვეს ორი მუშის ცხედარი, რომელბიც ,,ფრენსის სკოტის” ხიდზე იმყოფებოდნენ იმ დროს, როდესაც მას სატვირთო გემი შეეჯახა. ისინი მექსიკიდან და გვატემალადან იყვნენ და ხიდზე ხვრელებს ავსებდნენ. ცხედრები ნახეს მანქანაში დაახლოებით 25 ფუტის სიღრმეზე. მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა ოთხშაბათს კოლაფსს ,,გლობალური კრიზისი” უწოდა. ამ დროისთვის, დაღუპულად ითვლება 6 ადამიანი. გემზე შეჯახების დროს იმყოფებოდა ეკიპაჟის 21 წევრი და ორი პილოტი. სატვირთო გემზე ზოგიერთ კონტეინერში საშიში მასალაა, მათი ნაწილი კი წყალშია. შეჯახებამდე სამი წუთით ადრე ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა გემთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

მეტი...

ნობელის პრემიის ლაურეატები მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს, არ აღიარონ პუტინი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად

ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და არ აღიარონ ვლადიმერ პუტინი რუსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად. თუ მსოფლიო ლიდერები უარს იტყვიან პუტინის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტად აღიარებაზე, ეს “მსოფლიოს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის, რომ ის აღარ შეიძლება ჩაითვალოს “პარტნიორად”, – ამბობენ მეცნიერები. ისინი ასევე მოითხოვენ უკრაინის დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას, რომელმაც “უნდა მოიგოს და არა უბრალოდ “არ წააგოს” ომში, ასევე რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას, რუსების, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ ომის საწინააღმდეგო პოზიცის გამო, ასევე, რუსეთის დემოკრატიული ანტიპუტინური ორგანიზაციების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის. ხელმომწერთა შორის არიან…

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე და ფარავანი-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობლო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ხარკოვის ოლქში რუსეთის თავდასხმას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

რუსულმა არმიამ 27 მარტს საღამოს ხარკოვის ოლქის სოფელი ბოროვაია დაბომბა. დაიღუპა 12 წლის ბიჭი. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, სოფელში საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი დაზიანდა.

მეტი...

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე…

მეტი...