აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორი მუშის ცხედარი იპოვეს

ამერიკაში, ბალტიმორში, იპოვეს ორი მუშის ცხედარი, რომელბიც ,,ფრენსის სკოტის” ხიდზე იმყოფებოდნენ იმ დროს, როდესაც მას სატვირთო გემი შეეჯახა. ისინი მექსიკიდან და გვატემალადან იყვნენ და ხიდზე ხვრელებს ავსებდნენ. ცხედრები ნახეს მანქანაში დაახლოებით 25 ფუტის სიღრმეზე.

მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა ოთხშაბათს კოლაფსს ,,გლობალური კრიზისი” უწოდა.

ამ დროისთვის, დაღუპულად ითვლება 6 ადამიანი. გემზე შეჯახების დროს იმყოფებოდა ეკიპაჟის 21 წევრი და ორი პილოტი. სატვირთო გემზე ზოგიერთ კონტეინერში საშიში მასალაა, მათი ნაწილი კი წყალშია. შეჯახებამდე სამი წუთით ადრე ეკიპაჟმა დახმარება ითხოვა გემთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

მსგავსი თემები