ნობელის პრემიის ლაურეატები მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს, არ აღიარონ პუტინი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად

ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და არ აღიარონ ვლადიმერ პუტინი რუსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად.

თუ მსოფლიო ლიდერები უარს იტყვიან პუტინის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტად აღიარებაზე, ეს “მსოფლიოს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის, რომ ის აღარ შეიძლება ჩაითვალოს “პარტნიორად”, – ამბობენ მეცნიერები.

ისინი ასევე მოითხოვენ უკრაინის დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას, რომელმაც “უნდა მოიგოს და არა უბრალოდ “არ წააგოს” ომში, ასევე რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას, რუსების, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ ომის საწინააღმდეგო პოზიცის გამო, ასევე, რუსეთის დემოკრატიული ანტიპუტინური ორგანიზაციების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის.

ხელმომწერთა შორის არიან მეცნიერები, ეკონომისტები და მწერლები, მათ შორის არიან ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და უკრაინელი უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიჩუკი.

მსგავსი თემები