ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ღონისძიება ჩაატარეს. მათ შორის, სააგენტოს ერთ-ერთმა ეკიპაჟმა ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვაკის პარკის მიმდებარედ) დაახლოებით 17 მეტრის სიმაღლის ხიდან კნუტი, ამწე-კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანა.

,,მაშველებმა კნუტი პირველადი დახმარების გაწევის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მასზე ჩვენმა ვეტერინარებმა იზრუნეს.

თუ გსურთ, ამ თბილ და ხალისიან კნუტს მზრუნველობა გაუწიოთ და ოჯახის ახალი წევრი შეიძინოთ, დაგვიკავშირდით თავშესაფრის ნომერზე – 032 2 421 171. სტერილიზაციისთვის სასურველ პერიოდში, სააგენტო მის უფასოდ გაასტერილებს.

ხშირია შემთხვევები, როცა ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც ვერ ახერხებენ.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი თემები