ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ენმ” გაუქმდა – წასულებმა ,,პროგრესი” დააარსეს და ,,ახალს” უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა. მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ფრაქციისთვის სახელი შეეცვალათ და მას “პროგრესი” დაარქვეს. მისი წევრები ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ,,ახალს” უერთდებიან.

პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილები ქუთაისის საკრებულოში საქმიანობას უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ.

მსგავსი თემები