,,31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი” – სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან, უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმცა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

ცხედრები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა წითელი ჯვრის ჩართულობით მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა. 5 ცხედარს დღეს ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

,,31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი. ჯერ დედა ჩამოასვენეს 2017-ში და ახლა ჩემი და. ძმა იქ არის დასაფლავებული. მებრძოლი იყო და დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს”,- ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლის და.

მსგავსი თემები