რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა და მოგვიანებით რუსულმა დაზვერვამაც დაადასტურა. ვიზიტი 25-27 მარტს შედგა და მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ვიზიტი შედგა იმ ანგარიშების ფონზე, რომელთა თანახმადაც, ფეხნიანის რეჟიმი საერთაშორისო სანქციების დარღვევით რუსეთს ნავთობს აწვდის და პირიქით. ასევე, რეჟიმი რუსეთს აწვდის საბრძოლო მასალასაც, რომელსაც ოკუპანტი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

Financial Times-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 7 მარტს დაიწყო ნავთობის მიწოდება ჩრდილოეთ კორეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გაეროს მიერაა სანქცირებული.

მსგავსი თემები