საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს.

ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკმაყოფილება გამოთქვა გასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი თებერვალში დაიწყეს. სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს.

მსგავსი თემები