ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაერქვა და მის ნაცვლად „პროგრესული პლატფორმა” დაფუძნდა.

ფრაქციას სახელი “ნაციონალური მოძრობიდან” რამდენიმე თვის წინ წასულმა დეპუტატებმა შეუცვალეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მელია-გვარამიას პარტიას “ახალი” უერთდებიან და საქმიანობას მათთან გააგრძელებენ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრობის” დეპუტატებს, ისინი საქმიანობას ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით აგრძელებენ, უცნობია, შეძლებენ თუ არა საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” შექმნას.

მსგავსი თემები