პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი ,,წმინდა ომად” გამოაცხადა

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს.

რუსული ეკლესია ამტკიცებს, რომ რუსი ხალხი იარაღით ხელში ,,იცავს თავის სიცოცხლეს, თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას, ცივილიზაციურ, რელიგიურ, ეროვნულ და კულტურულ იდენტობას, აგრეთვე უფლებას იცხოვროს საკუთარ მიწაზე ერთი რუსული სახელმწიფოს საზღვრებში”.

,,სულიერი და მორალური თვალსაზრისით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის წმინდა ომი, რომელშიც რუსეთი და მისი ხალხი, იცავენ წმინდა რუსეთის ერთიან სულიერ სივრცეს, იცავენ სამყაროს გლობალიზმსა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან.

თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონაში. ამ ტერიტორიაზე რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრულად განწყობილი რუსოფობიური პოლიტიკური რეჟიმის, ისევე როგორც რუსეთის მიმართ მტრული გარე ცენტრიდან კონტროლირებადი პოლიტიკური რეჟიმის არსებობის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული უნდა იყოს”, – ნათქვამია განაწესში.

მსგავსი თემები