აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო – სანიოლის შვილი

აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა.

,,მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით.” – განუცხადა სემ სანიოლმა Geo Team-ს.

ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო.

მსგავსი თემები