ბოლო 4 თევა ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ, იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის – გრიგორიადისის დედა

,,ბოლო 4 თევა რაღაც ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე დასკვნითი პროცესის დაწყებამდე. ამ წუთებში სასამართლოსთან აქტივისტები, ლაზარეს მეგობრები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

,,ლაზარე იდგა საქართველოს ღირსების დასაცავად 7 და 9 მარტს, აქციებზე, მაგრამ ლაზარემ ალბათ თავისი განსაკუთრებული ვიზუალის გამო მიიქცია ყურადღება და ამიტომ ამოირჩა. რადგან სჭირდებოდათ ვიღაც ერთი, რომელიც უნდა დაესაჯათ, ეს აღმოჩნდა ლაზარე და აგერ უკვე ერთი წელია ლაზარე არის საპყრობილეში და მე ვფიქრობ, რომ ის არის ჩვენი მთავრობის პირადი ტყვე. ამ 9 თვის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ გაამტყუნებენ, იმდენად გააჭიანურეს პროცესი, ვფიქრობდი გაამტყუნებენ, მაგრამ ბოლო 4 თევა რაღაც ცოტა ეჭვი შემეპარა, იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და იქნებ შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა.

მსგავსი თემები