კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს:

,,საქართველოს ფეხბურთის  ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც  გამარჯვებებით გაგეხარებინოთ”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

მსგავსი თემები