ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ,,დეპუტატებს” რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აუკრძალეს

,,სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ, რუსეთში არ შეუშვეს. მედიის ინფორმაციით, დავით სანაკოევი, გარი მულდაროვი და ძამბოლატ მედოევი “სამხრეთ ოსეთის პასპორტებით” ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ.

ფსბ-ს ჩრდილოეთ ოსეთის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ რუსეთში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აკრძალული აქვთ.

დეპუტატებმა ხელი მოაწერეს შეტყობინებას და დასძინეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რადგან ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეები არიან.

მსგავსი თემები