ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღება – ერთ პირს ბრალი წარედგინა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – საქმის მასალების თანახმად, სავარაუდო დამნაშავემ თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი” შეიძინა და შემდეგ გაასაღა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-იდან 15-წლამდე ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები