ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა! ისტორიულ გამარჯვებაზე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, რომელიც საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ქართველი მეკარე თერთმეტმეტრიანების სერიაში შესანიშნავი იყო.

,,ბეტისთან და რეალ მადრიდთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი. ამ თამაშების მერე ვამბობდი, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან არამარტო დღეს, არამედ მთელი ეს პერიოდია, გვერდში გვიდგანან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას”, – თქვა მამარდაშვილმა ფინალის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები