პირველი კანონი, რომელსაც მივიღებთ, იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება. მან ისაუბრა იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც გეგმავენ, თუ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ.

,,მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური მათ შორის მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა, ერთპიროვნულად გამარჯვება.

მე მინდა ვილაპარაკო იმაზე რა მოხდება ამ გამარჯვების შემდეგ, იმიტომ რომ გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. პირველი კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. იმიტომ რომ ეს არის სრულიად არაადამიანური სისტემა საპენსიო სესხების და ახლა ვითომ რომ მოაკლეს რამდენიმე პროცენტი, ჩემ ნაცნობებს, ცოლ-ქმარი არიან, ერთ მოაკლეს 5 ლარი, მეორეს მოაკლეს 6 ლარი და ამას ეძახიან საპენსიო სესხების პროცენტის შემცირებას”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები