Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ დაადასტურა.

მისი თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

მსგავსი თემები