უკვე მეორედ, ბაიდენმა პუტინს ჯალათი უწოდა

უკვე მეორედ, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი უწოდა. ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების გზებზე ისაუბრა.

ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.

,,წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტურად შევამციროთ ფედერალური დეფიციტი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ბევრი რამ. მათ შორის, შეგვიძლია, უკრაინა იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცვათ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი 2022 წელსაც უწოდა, როდესაც ის უკრაინელ ლტოლვილებს ხვდებოდა.

მსგავსი თემები