ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის შვილი, გურამ ბერიძე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გააწყვეტილება დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

შეგახსენეთ, რომ ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო  შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ცნობით, გურამ ბერიძეს ხელბორიკლები ბათუმის ცენეტრში იმ დროს დაადეს, როდესაც ე.წ კანონიერი ქურდების მონაწილეობით “ქურდული გარჩევიდან” ბრუნდებოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. შავების “სხოდკა” ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას და მისთვის წილების დათმობას  ეხებოდა.

მსგავსი თემები