,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო – რუსეთის ინტერესების სექცია

,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო… მადლობა ყველას”. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში წერს.

,,შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა. 24 მარტს რუსეთში გამოცხადდა გლოვა დაღუპულთა გამო,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები