რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უნგრეთში, რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

უნგრული მედიის ცნობით, ავარია ლაბატლანსა და ბაჯოტს შორის შუადღისას მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მსგავსი თემები