უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას უმაღლესი რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.

მისი თქმით, ბავშვების დაბრუნება კატარის შუამავლობით და იუნისეფის მხარდაჭერით მოხერხდა. მათგან ყველაზე უფროსი 16, ყველაზე უმცროსი კი 2 წლისაა.

მსგავსი თემები