განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენი ქვეყნისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა – თეა ახვლედიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიუსელში განაცხადა.

თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

„დიდი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის და მხარდაჭერის გზების განხილვას. ევროკავშირმა, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

მსგავსი თემები