„თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს“- ზელენსკი პუტინზე

„მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

მსგავსი თემები