„შედარების მიზეზი არ არსებობს“- პრეზიდენტი, სააკაშვილსა და ნავალნიზე

შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სააკაშვილსა და ნავალნიზე დასმული შეკითხვის დროს ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ს მისცა.

პრეზიდენტმა ვრცლად ასევე, ისაუბრა ნავალნის საქმეზე და მომხდარს ტრაგედია უწოდა:

„რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები