ღამით თბილისის აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 გადაიდო

გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო – მიზეზი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია” აცხადებს, რომ ამ დროისთვის ხილვადობა უკვე გაუმჯობესებულია და ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება რეისების მიღება.

„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის” ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი. ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება” – ამბობენ კომპანიაში.

მსგავსი თემები