რუსულ ნავთობზე ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, ძალაში შევიდა. ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა.

რუსეთში წარმოებული ან ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლიმიტი ფასი ბარელზე 60 დოლარია. თუმცა, ზღვრული ფასი შესაძლოა, პერიოდულად გადაიხედოს ბაზრის ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით, ამიტომ ზღვრული ფასის ყოველი ცვლილების შემდეგ დგინდება 90 დღიანი გარდამავალი პერიოდი.

ამასთან,  2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა ამოქმედდება.

 

მსგავსი თემები