ქართველი პატიმარი ბერძნული ციხის საავადმყოფოდან გაიქცა

საბერძნეთში ქართველი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

43 წლის კაცი, რომელიც მკვლელობასა და ქურდობაშია ბრალდებული, ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

ქალაქ ლარისას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მან კლინიკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და კიდევ ერთი ბრალი დაუმატა.

მსგავსი თემები