„ალექსეი ნავალნი იყო პოლიტპატიმარი და ეს იცოდა მთელმა მსოფლიომ. მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი”- გია ცაგარეიშვილი

„არავითარი ნავალნი ან მანდელა სააკაშვილისგან არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შექმნა კრიმინალური პირამიდა, რომლის სათავეშიც მოექცა თავის ავაზაკებთან ერთად. სრული განზრახვით, ყოველდღიურად ჩადიოდა დანაშაულს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის უდიდესი სხვაობა ნავალნისა და სააკაშვილს შორის“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით სააკაშვილი ქვეყანაში ავაზაკივით შემოიპარა და მისი შედარება ნავალნისთან წარმოუდგენლია:

„გაიხსენეთ ნავალნის დაბრუნება მოსკოვში და გაიხსენეთ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში. სააკაშვილის თვითმფრინავით დაბრუნდა, შემოიპარა როგორც ავაზაკი არაჟნებით სავსე კონტეინერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მანამდე უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, დაბრუნდა იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება.

ხაზს გავუსვამ ამას, შეადარეთ პირობები პატიმრობის მოხდის – VIP სალონშია გართხმული სარეცელზე და მას ყოველდღე ნახულობს დედა, ვექილი, მეგობარი, და შეხედეთ ნავალნიმ როგორ გაატარა 3 წელი ციხეში.

რაღაცა საზღვარი ხომ აქვს ამ ადამიანების თავხედობას და ამორალურობასაც?“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

 

მსგავსი თემები