ნარკოტიკების კურიერების სია გასაჯაროვდა – სტუდენტები, პენსიონერები, ვის არ ნახავთ აქ…  

ნარკოკურიერების ძალიან ვრცელ სიაში, რომელიც ერთ-ერთ დახურულ სისტემაში გასაჯაროვდა, ახალგაზრდა გოგონები, სტუდენტები, პენსიონერები, ხელოსნები და თოთქმის ყველა ასაკის თუ კატეგორიის ადამიანები მოხვდნენ. საუბარია ე.წ. ნარკოკურერებზე, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზატოტებისგან ნარკოტიკებს იღებდნენ და მითითებულ მისამართზე მიჰქონდათ. სანაცვლოდ კი ხელფასი სახით მინიმუმ 700 დოლარს იღებდნენ.

ე.წ. ნარკოტიკების დამდები კურიერები, ასე ჰქვია ამ ადამიანებს, რომლებსაც ნარკოტიკები სხვადახვა მისამართზე მიჰქონდათ და სადარბაზოში, ქუჩაში, ხის ძირში თუ სხვა, მითითებულ ადგილას ტოვებდა. შემდეგ კი ფოტო-ვიდეომასალას იღებდა და „უფროსს“ უგზავნიდა იმის დასტურად, რომ დავალება შესრულებულია.

როგორ „გასკდა“ ეს ამბავი? ერთ-ერთ რეალიზატორს ნარკოტიკები დაეკარგა, კერძოდ, დანიშნულ ადგილზე მისი გაგზავნილი ნარკოტოკი არ აღმოჩნდა. მან ნარკოტიკრბის მოპარვა ნარკოკურიერს დააბრალა და დასასჯელად ძალიან გრძელი სია გაასაჯაროვა, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები.

მთლიანობაში, გასაჯაროვებულია 300-ზე მეტი ნარკოკურიერის ფოტო, ვიდეო, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ყველა მონაცემი, რაც მისი ცნობის შესაძლებლობას მარტივად იძლევა.

რაც შეეხება, როგორ „ასაქმებდნენ“ ნარკორეალიზატორები ნარკოკურიერებს, სქემა მარტივია – ავრცელებდნენ შემდეგი შინაარსის განცხადებას, რომ დაასაქმებენ ადამიანებს კურიერებად მაღალი ანაზღაურებით, შესაბამისად, ეს ადამიანები სპეციალურ ჯგუფში რეგისტრირდებოდნენ და იწყებდნენ სამსახურს ნარკოკურიერად.

.

 

მსგავსი თემები