რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმება აქცია გამართეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი „რუსთაველის მეტროსთან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის ბრძანება, შეწყდეს შენობის დემონტაჟი და ექიმებს უწყვეტი მუშაობის საშუალება მიეცეთ – სწორედ ეს არის მათი მთავარი მოთხოვნები.

მედიკოსებმა დღესვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს. აქციის მონაწილეებმა არ გამორიცხეს ისიც, რომ მომავალი კვირიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ.

 

მსგავსი თემები