ალექსანდრ სირსკის ცნობით, ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო

 

 

უკრაინამ ავდეევკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი ავრცელებს:

„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ… ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ“, – აცხადებს ალექსანდრ სირსკი.

მსგავსი თემები