„ქალბატონო თინა, მინდა, შენიშვნა მოგცეთ რუსული ოცნების ხსენებაზე, სიძულვის ენით გაჟღენთილია თქვენი დამოკიდებულება”- პაპუაშვილი ბოკუჩავას

ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე უაყოფითი გადაწყვეტილებას  კამათი მოჰყვა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საზღვარგარეთ მხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.

„შემთხვევით იმით ხომ არ არის განპირობებული თქვენი გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ინიციატივა საერთოდ არ განიხილოთ. როგორც წესი რუსული ოცნება ვერ იყენებს გაყალბების მექანიზმებს საზღვარგარეთ, შესაბამისად, საზღვარგარეთ ოპოზიცია არჩევნებს ყოველთვის იგებს. ეს პოლიტიკური მოცემულობა ხომ არ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თქვენ გსურთ, ამ ადამიანებს საარჩევნო უფლება წაართვათ, მათ აუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ მოვიფიქროთ რამე გონივრული წესი, იქნება ეს ელექტრონული ხმის მიცემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, იქნება ეს საფოსტო, თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, რათა ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, საუბარია დაახლოებით 700 ათას მოქალაქეზე, მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შალვა პაპუაშვილა თინა ბოკუჩავას საპასუხოდ მიმართა, რომ დეპუტატის დამოკიდებულება სიძულვის ენით გაჟღენთილია.

„ქალბატონო თინა, მინდა, შენიშვნა მოგცეთ რუსული ოცნების ხსენებაზე, სიძულვის ენით გაჟღენთილია თქვენი დამოკიდებულება. 700 ათას მოქალაქეზე ბრძანებდით ახლა და საქართველოს მილიონ მოქალაქეს, მილიონ ქართველს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, თქვენ მოიხსენიებდით ადამიანებად, რომლებსაც რუსული ოცნებები აქვთ? ეს არის სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში და გთხოვთ, რომ ამისგან თავი შეიკავოთ. თქვენ კოლეგებს მოიხსენიებთ რუსებად, უკვე მეორე შეურაცხყოფაა ბიუროს სხდომაზე. ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის რჩეულების მიმართ მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები