უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსეთის დამარცხებას “ვერ შეძლებს”. მისითქმით, ევროკავშირმა “სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”, როდესაც უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.
“უკვე ნათელია, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს. ამასთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში. რეალობას უნდა შევხედოთ”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.