ჩვენს მეომრებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს, ვინც იგერიებს მტრის შეტევებს.

,,ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში უკიდურესად ცუდი ამინდია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. ამ რთულ პირობებში ჩვენ ყველა განსაკუთრებით მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას, ვინც ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე.ინტენსიური საომარი მოქმედებები არ წყდება დონეცკის მიმართულებებზე და კუპიანსკის მიმართულებაზე ხარკივის ოლქში. ჩვენს მეომრებს ასევე უკავიათ პოზიციები ქვეყნის სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს, ვინც იგერიებს მტრის შეტევებს ახლაც, ასეთ პირობებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები