რუსეთს ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი ავდეევკაში აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთს ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში აქვს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნოემბერში რუსული ჯარის საშუალო დანაკარგი დღეში 931 ადამიანს შეადგენდა. მანამდე, რუსეთის არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა 2023 წლის მარტში, დღეში საშუალოდ 776 დაღუპული ჯარისკაცით – დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში.

,,რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში რუსულ საოკუპაციო ძალებს ავდეევკაში ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მსგავსი თემები