პალესტინელი წარმოშობის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ის შტატ ვერმონტში, პალესტინელი წარმოშობის კოლეჯის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი 48 წლის, ჯეისონ ჯ. იტონი დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გამოძიება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.

,,მოგვიანებით ბერლინგტონის პოლიცია და მერია პრესკონფერენციას გამართავს, რათა განიხილონ აღნიშნული ინციდენტი და დაკავება,” – განაცხადა პოლიციამ.

მსგავსი თემები