სტიქია ანაკლიაში – სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია

ანაკლიის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია, უხვი ნალექის გამო ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარე არხში ვერ გაედინება და სახლებს ტბორავს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შტორმმა დააზიანა ეზოები, სახლებში კი ქვიშა გადაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ქობულეთში შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.

მსგავსი თემები