ბათუმში ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად, ბულვარის სანაპიროს გარკვეულ პერიმეტრზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები.
„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.