რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს – ლავროვი

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ლავროვმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი, თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს.

მან ყურადღება ეუთო-ს როლზეც და განაცხადა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთო-ს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ შანსი მცირეა.

 

მსგავსი თემები