მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე – ილია დარჩიაშვილი

მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს , დაიკაონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოთ და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით განვახორციელეთ, რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა, უზრუნველყოფს, რომ საქართველოში იქნება გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და მაღალი დონის არჩევნები, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორც პრაქტიკულად, ისე საკანონმდებლო დონეზე. ამაზე მეტყველებს ის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც უკვე განხორციელდა და რომელიც პროცესშია და მომავალში განხორციელდება. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, თუ ჩვენი ოპონენტები მოისურვებენ და ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას საქართველოს რეფორმებზე, ეს ძალიან დიდ ეფექტს მოიტანს დეპოლარიზაციის თვალსაზრისითაც. მოვუწოდებ ყველას, ჩვენს ოპონენტებს, რომ აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენი ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია. მოვუწოდებ მათ, დაიკაონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოთ და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. მათ აქვთ საშუალება, შემოვიდნენ დისკუსიებში, მიიღონ განხილვებში მონაწილეობა. ჩვენ ამ სივრცეს ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელოს. მე მჯერა ჩვენი ეს მოწოდება კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნება გასაგები და ისინი თავის წინ პასუხისმგებლობას აიღებენ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები