სენაკში ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა

სენაკში, არსენას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ამ დროისთვის, კლინიკა „არქიმედეშია“ გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები