პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ  ქართველ კაცს ეძებენ

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ასევე ქართველ კაცს ეძებენ.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულ ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. დამნაშავე  საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ გაქირავებული. მათი თქმით,  “ოთახში შესვლისას ადგილზე მწოლიარე ქალი შენიშნეს. მის თავთან, დანით ხელში, ნიღბიანი მამაკაცი იდგა”.

მედიის ინფორმაციიით, დამნაშავემ, სავარაუდოდ, მოწმეებს გაჩუმება მოსთხოვა – ისინი პოლიციამ ჩვენების მისაცემად განყოფილებაში გადაიყვანა.

 

მსგავსი თემები